პირველად ირლანდიის ისტორიაში, ქვეყნის მთავრობას არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირი უხელმძღვანელებს.
მმართველმა პარტიამ "ფაინ გაელმა" პრემიერად ლეო ვარადკარი აირჩია. ინდოელი მიგრანტის შვილი, 38 წლის ვარადკარი არ მალავს, რომ ჰომოსექსუალია.
"თუ მე, შერეული რასისა და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის კანდიდატმა შევძელი ქვეყნის გაძღოლა, ეს მთელი მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის იქნება გზავნილი, რომ შეუძლებელი არაფერია", - აცხადებს მომავალი პრემიერმინისტრი.