გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას სანქციები გაუმკაცრა. შეერთბული შტატების მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა. ე.წ. შავ სიაში დამატებით 15 ჩრდილოეთ კორეელი მაღალჩინოსანი და 4 ორგანიზაცია მოხვდა. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება ფხენიანის სარაკეტო ექსპერიმენტებს უკავშირდება.