ამერიკელმა პოპ-მომღერალმა ადრიანამ მანჩესტერში მის კონცერტზე დაზარალებული პატარა ფანები მოინახულა. მომღერალი სამეფო ბავშვთა ჰოსპიტალს სტუმრობდა. ის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ბავშვებს, მათ მშობლებს და საავადმყოფოს პერსონალს გაესაუბრა. მასშტაბური ტერორისტული აქტი მანჩესტერ არენაზე 22 მაისს, არიანა გრანდეს კონცერტზე განხორციელდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.