სამხრეთ სუდანში მასობრივ ვაქცინაციას მცირეწლოვანი ბავშვები ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წითელას ვაქცინა არასაიმედო პირობებში ინახებოდა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა. დაღუპულთა რაოდენობა 15-ს აჭარბებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მედიკოსები ერთი შპრიცით რამდენიმე ბავშვს ცრიდნენ. გარდაცვლილი ბავშვების ოჯახები სოლიდურ კომპენსაციას ითხოვენ.