იაპონიაში იმპერატორის გადადგომის შესახებ ინიციატივას პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი დაუჭირეს. საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა კანონპროექტს კენჭს მომავალ კვირას უყრის. კანონპროექტი თავდაპირველად მხოლოდ მოქმედი იმპერატორის გადადგომას ეხებოდა, მაგრამ მასში ცვლილება უკვე შევიდა. ცვლილების თანახმად, საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენელ ქალებს უპირატესობა რიგით მოქალაქესთან ქორწინების შემთხვევაშიც უნდა შეუნარჩუნდეთ. კანონპროექტი მთავრობას 83 წლის მონარქმა აკიხიტომ თავად წარუდგინა. იმპერატორმა გადადგომის მიზეზად ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.