მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე ვენესუელის ლიდერი ახალი ინიციატივით გამოდის. ნიკოლას მადურო საკონსტიტუციო ასამბლეის შექმნის საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. ასამბლეამ მოქმედი პარლამენტი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც ოპოზიციით არის დაკომპლექტებული. მასობრივი საპროტესტო აქციები ვენესუელაში ორ თვეზე მეტია, გრძელდება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.