"რას იტყვის ლევან გაჩეჩილაძე ან სხვა იმედგაცრუბლი პოლიტიკოსები ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
"გაჩეჩილაძის ახალ-ახლი განცხადებები ჩვენთვის არავითარ ინტერესს საგანს არ წარმოადგენს. ჩვენი პარტია ახლა კონკრეტული პრიორიტეტული საქმიანობით, კერძოდ კი პარტიული აღმშენებლობით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით არის დაკავებული", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, გაჩეჩილაძის განცხადებები "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებისთვის" უინტერესოა.
"დაიცავი საქართველოს" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისტემის ნაწილებს პაატა დავითაია, ირაკლი ალასანია, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე და გია თორთლაძე წამოადგენენ. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საუბრისას განაცხადა.