ფილიპინებში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ აიღო. ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი“ იტყობინება. ფილიპინების ხელისუფლება კი ტერაქტში ისლამისტთა მონაწილეობის ფაქტს არ ადასტურებს. თავდასხმა მანილას ფეშენებლურ სასტუმროზე გვიან ღამით განხორციელდა. კაზინოში შეჭრილმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და კაზინოს აპარატებს ცეცხლი მოუკიდა. ინციდენტს, ბოლო მონაცემებით, 36 ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. სხვა ვერსიით, ის პოლიციელებმა მოკლეს.