36 დაღუპული და ათობით დაშავებული- ფილიპინების დედაქალაქში ტურისტულ კომპლექსზე თავდასხმა მოხდა. პოლიციის ცნობით, სასტუმროში შეიარაღებული მამაკაცი შევარდა, ცეცხლი გახსნა და შენობაში კაზინოს აპარატებს ცეცხლი წაუკიდა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ტურისტულ კომოპლექსში მყოფი მოქალაქეების ნაწილი კვამლით არის გაგუდული.