აშშ ვიზის გაცემის წესებს ამკაცრებს. ახალი რეგულაცია ყველა ქვეყანაზე ვრცელდება. ვიზის მიღების მსურველებს დამატებით ანკეტის შევსება მოუწევთ, სადაც ერთ-ერთ გრაფაში სოციალური ქსელში მომხმარებლის სახელი, ასევე, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი უნდა მიუთითონ. საჭიროების შემთხვევაში საელჩო შესაძლოა ბოლო 15 წლის განმავლობაში ვიზის მიღების მსურველის ბიოგრაფითაც დაინტერესდეს და ის მისამართებიც მოითხოვოს, სადაც მოქალაქე უცხოეთში ვიზიტისას ცხოვრობდა.