მექსიკელმა მეწარმემ ანტონიო ბატალიამ ტრამპზე შურისძიება გადაწყვიტა. მისი საწარმო უახლოეს ხანებში ამერიკის პრეზიდენტის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდის გამოშვებას დაიწყებს.
„საარჩევნო კამპანიის დასაწყისში ტრამპი მექსიკელებს დამნაშავეებსა და მოძალადეებს უწოდებდა. მას მექსიკელი ხალხისთვის ბევრი შეურაცხყოფა აქვს მიყენებული, რომ არაფერი ვთქვათ საზღვარზე კედლის მშენებლობის სულელურ იდეაზე. ის ჩვენგან საკადრის პასუხს იმსახურებს,“-აცხადებს ბიზნესმენი.