ბარაქ ობამამ ვაშინგტონში სახლი შეიძინა. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, კალორამას რაიონში მდებარე სახლში ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა 8 მილიონ 100 ათასი დოლარი გადაიხადა. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ობამების ოჯახი სახლს ქირაობდა, მოგვიანებით კი მათ სახლის შეძენა გადაწყვიტეს. ობამები დონალდ ტრამპის ქალიშვილის, ივანკას მეზობლად იცხოვრებენ.