რუსეთის პრეზიდენტს შეერთებული შტატების დამარცხება სურს. ამის შესახებ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა გამოცემა „ვარიეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ბოლო საარჩევნო კამპანიისგან გაკვეთილი უნდა მივიღოთ. ეს ძალები დაინტერესებულნი იყვნენ არამხოლოდ საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენით, არამედ ჩვენი ეკონომიკისა და ერთიანობის დანგრევითაც. პუტინს ჩვენი დამარცხება სურს,“-აღნიშნა კლინტონმა.