სტალინის ძეგლი ტყიბულშიც აიღეს. ძეგლის დემონტაჟი ტყიბულის ცენტრში წუხელ მოხდა, რომლის მიზეზადაც რაიონის რეკონსტრუქცია დასახელდა.
როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, იქ სტალინის ძეგლი მისივე სიცოცხლეშივე დადგეს, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროს ჩამოაგდეს, თუმცა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძეგლი პირვანდელ ადგილს დაუბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ სტალინის ძეგლი რამდენიმე დღის წინ მის მშობლიურ ქალაქში გორშიც აიღეს.