დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეროვნული გამოცდებისთვის ტესტების კონტეინერის გახსნას დაესწრება, რის შემდეგაც ტესტები სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილდება, სადაც აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ჩაატარებენ.
ბრიტანეთში დაბეჭდილი 120 ათას ტესტი განკუთვნილია ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის, ასევე სკოლის პედაგოგების სერთიფიკაციისთვის.
ბრიტანეთიდან ტესტები საქართველოში პოლიციის თანხლებით წუხელ შემოიტანეს.
გამოცდებამდე ტესტები თბილისში ეროვნული ბანკის და რეგიონებში "ლიბერთი ბანკის" საცავებში განთავსდება.