სიენენის წამყვანი, ცნობილი მსახიობი კეტი გრიფინი სამსახურიდან დაითხოვეს. ამის მიზეზი მის მიერ მოწყობილი ფოტოსესია გახდა. ფოტოების გადაღებისას მან ფონად დონალდ ტრამპის სისხლიანი თავის მულაჟი გამოიყენა. ამის გამო გრიფინი მკაცრად გააკრიტიკებს როგორც ტრამპის მომხრეებმა, ისე მოწინააღმდეგეებმა. მსახიობმა მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოიხადა, თუმცა დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მას კონტრაქტი შეუწყვიტეს.