საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს. ამის შესახებ „ამნესთი ინთერნეიშენალის“ დასკვნაშია ნათქვამი. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის მტკიცებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ხელისუფლებამ ასობით კანონი გამოსცა, რომელიც საჯარო აქციებსა და მანიფესტაციებს კრძალავს. საგანგებო მდგომარეობის ვადა საფრანგეთში 15 ივლისს იწურება, თუმცა პრეზიდენტი მაკრონი მის გაგრძელებას აპირებს.