რუსულმა ავიაციამ სირიაში 80 ისლამისტი გაანადგურა. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები ქალაქ რაკას სიახლოვეს განხორციელდა. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ. ცოცხალ ძალასთან ერთად განადგურებულია 36 სამხედრო მანქანა და ჯავშან-ტექნიკაც.