თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 13 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა შირნაკის პროვინციაში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. „ჰურიეთ დეილი ნიუსის“ ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან 3 წუთში ელექტროგადამცემ სადენებს გამოედო და ჩამოვარდა.