ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დადგენილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქაბულის ტერაქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა, 463 კი დაშავდა. მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. აშრაფ განიმ დაზარალებულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თავდასხმა დაგმო. ქაბულის ტერაქტს გაეროშიც გამოეხმაურნენ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი საფრანგეთის დედაქალაქში ეიფელის კოშკის ჩაბნელებით მიაგეს.