მაკედონიის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ახალ მთავრობას სოციალ-დემოკრატები უხელმძღვანელებენ, რომლებიც მოსახლეობას პოლიტიკური კრიზისის დასრულებას და ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ნიადაგის მომზადებას ჰპირდებიან. მაკედონიაში პოლიტიკური კრიზისი 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლება მოსმენების სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევის ახალ კოალიციაში ეთნიკური ალბანელებიც არიან წარმოდგენილნი.