აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ტაიროდ პუგს ბრალად მოძრაობა „ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანების მცდელობა ედება. ბრალდებულმა, თავის მხრივ, შეერთებული შტატები რასიზმსა და ისლამოფობიაში დაადანაშაულა. პუგის თქმით, ის ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებდა და არა ისლამისტებთან გაერთიანებას. პროკურატურის მტკიცებით, ვეტერანმა 2015 წელს ერთი მიმართულებით ბილეთი მშობლიური ეგვიპტიდან თურქეთში გასამგზავრებლად შეიძინა, საიდანაც სირიაში ისლამისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა. ტაიროდ პუგი სტამბოლის აეროპორტში დააკავეს. მას თან აღმოაჩნდა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისა და საზღვრის რუკა.