გაეროს გენერალურ ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 72-ე სესიაზე პრეზიდენტის პოსტზე სლოვაკი დიპლომატი მიროსლავ ლაიჩაკი იარიჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ასამბლეის 193 წევრმა დაუჭირა. ლაიჩაკი ამჟამად სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრია. 1994-1998 წლებში იყო სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, 2016 წელს კი კენჭი იყარა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზეც. მიროსლავ ლაიჩაკი გენერალური ასამბლეის მოქმედ პრეზიდენტ პიტერ ტომსონს შემოდგომაზე დაგეგმილ სესიაზე შეცვლის.