დღეს, 21:00 საათამდე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელს მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოები უტარდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შემოვლით გზით, ქალაქ გორის გავლით, საპატრულო პოლიიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.