ლანდის დეპარტამენტის მკვიდრი 50 წლის ქალბატონი პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრა. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი დედის ცხედარს ის 7 წელი მალავდა. ცხედარი მას ეზოში მაცივარში ჰყავდა შენახული. ამ დროის განმავლობაში ის დედის პენსიას იღებდა თვეში 2 ათასი ევროს ოდენობით.