დამანგრეველი ქარიშხლის შემდეგ რუსეთი კვლავ სტიქიის მოლოდინშია. სინოპტიკოსთა ვარაუდით, 1 ივნისის ღამეს დედაქალაქში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე სავარაუდოდ წამში 20 მეტრს მიაღწევს, რასაც შესაძლოა დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს. სტიქია თავს მოსკოვს 2 დღის წინ დაატყდა. ქარიშხალმა 15 ადამიანი იმსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა.