რუსეთის „შავ სიაში“ მონტენეგროელი მაღალჩინოსნები მოხვდნენ. ამის შესახებ გამოცემა „პრავდა“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, იმ პირებს შორის, რომლებზეც რუსული სანქციები გავრცელდება, პრემიერი დუშკო მარკოვიჩი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი მილო ჯუკანოვიჩი, პარლამენტის სპიკერი ივან ბრაიოვიჩი და სხვა ოფიციალური პირებიც არიან. 28 მაისს მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერჯან დარმანოვიჩმა რუსეთი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.