თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხალის ბაიანჯუკი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Hurriyet იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტთა ლიდერი პოლიციამ სტამბოლში აიყვანა. ბაიანჯუკი, იგივე აბუ ხანზალა 2011 წლიდან დღემდე პატიმრობაში 4-ჯერ იმყოფებოდა, თუმცა მას დაკავებიდან რამდენიმე თვეში ათავისუფლებდნენ. ის „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მუქარის წერილებს ავრცელებდა და ისლამისტთა რიგებში ადამიანების გადაბირებით იყო დაკავებული.