უკრაინელმა პროვაიდერებმა რუსული საიტები „იანდექსი“ და „ვკონტაკტე“ ყირიმშიც დაბლოკეს. ამის შესახებ სევასტოპოლური პორტალი ForPost იტყობინება. საიტებზე შესვლის მსურველებს უკრაინულ ენაზე განუმარტავენ, რომ საიტები პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით არის დაბლოკილი. პრეზიდენტის ბრძანებულება ზალაში 17 მაისიდან შევიდა.