საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელს, მიმდინარე წლის 26 ივნისის შუადღის 15:00 სთ-დან _ 27 ივნისის საღამოს 21:00 სთ-მდე მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოები უტარდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 26 ივნისის შუადღის 15:00 სთ-დან _ 27 ივნისის საღამოს 21:00 სთ-მდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ დროებით სახიდე გადასასვლელზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შემოვლით გზით, ქალაქ გორის გავლით, საპატრულო პოლიიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.