მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი მდინარე მტკვრის ბეტონის ჯებირს შეეჯახა და ამოყირავდა. საბედნიეროდ შემთხვევა მსხვერპლი გარეშე დასრულდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის მიზეზები ამჟამად დგინდება.