პენტაგონმა ქურთი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო. ინფორმაციას ტელეკომპანია NBC ავრცელებს. ჟურნალისტები ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა ტიპის იარაღით უწევს მოკავშირეებს დახმარებას შეერთებული შტატები. დეტალებზე საუბრისგან პენტაგონში თავს იკავებენ. არაოფიციალური წყაროებით, ტერორისტებთან საბრძოლველად ქურთი ამბოხებულები შეერთებული შტატებისგან ავტომატურ და სხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალებსა და ტყვიამფრქვევებს მიიღებენ.