განგაში ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტში. შეიარაღებული მამაკაცის გამო პოლიციამ აეროპორტის ტერიტორიის ნაწილი გადაკეტა. სამართალდამცველებმა შეიარაღებული მამაკაცი აეროპორტის იმ ზონაში შენიშნეს, სადაც ავტომობილები ქირავდება. თვითმხილველების თქმით, უცნობ პირს ცეხცლი არ გაუხსნია, თუმცა გაურკვეველ ლოზუნგებს სკანდირებდა. ინციდენტის შედეგად აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა. პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი დააკავა.