ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ უბანში აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გერმანიისა და ირანის საელჩოების სიახლოვეს ამოქმედდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.