საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ჩეჩნეთში სექსუალურ უმცირესობათა მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ჩეჩნეთის ლიდერი გამოეხმაურა. რამზან კადიროვმა ემანუელ მაკრონი ანგელა მერკელთან ერთად გროზნოში მიიწვია.
„არ შეიძლება რუსული მედია სიცრუეში ადანაშაულო და თავად ცრუობდე. პრეზიდენტ მაკრონს შეუძლია ხელი მოჰკიდოს გერმანიის კანცლერ მერკელს და ჩეჩნეთში ჩამოვიდეს სიმართლის გასარკვევად. ჩვენი კარი ღიაა,“-წერს კადიროვი ინსტაგრამში.
ჩეჩნეთში სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვისკენ მაკრონმა პუტინს გუშინ, ვერსალში გამართულ შეხვედრაზე მოუწოდა.