იტალიის პრემიერ-მინისტრი სრულებით იზიარებს გერმანიის კანცლერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროპა საკუთარ თავზე უნდა იყოს დამოკიდებული. საგანგებო განცხადება პაოლო ჯენტილონიმ კანადის პრემიერ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იტალია ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპამ საკუთარ მომავალზე თავად უნდა იფიქროს. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობამ არ უნდა გვაიძულოს, უარი ვთქვათ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. ჩვენ უნდა შევასრულოთ კლიმატური ცვლილებების, ღია პოლიტიკისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები,“-აღნიშნა იტალიის პრემიერმა.