ევროპელები ევროკავშირისგან სამი ძირითადი პრობლემის გადაჭრას ელიან. ესენია: ტერორიზმი, უკანონო იგრაცია და უმუშევრობა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ ესტონეთში ვიზიტისას განაცხადა.
„მათ სურთ, ტერორიზმისგან დაცულნი იყვნენ, გადაიჭრას მიგრანტთა კრიზისი და შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. თუ ჩვენ ამ პრობლემებს დავძლევთ, ჩვენs ვალდებულებას პირნათლად შევასრულებთ,“-აღნიშნა ტაიანმა.