ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტ გოგონებს გამოსაშვებ საღამოზე ღრმა დეკოლტეებიანი კაბებით მისვლისკენ მოუწოდა.
„რა თქმა უნდა, ესთეტიკური თვალსაზრისით, ახალგაზრდა გოგონებს დეკოლტირებული კაბები უფრო მოუხდებოდათ, თუმცა ისინი ვალდებულნი არ არიან, ჩვენი რეკომენდაცია შეასრულონ,“-ნატქვამია წერილში.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მოწოდებამ სოციალურ ქსელებში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ინტერნეტ-მომხმარებლები უნივერსიტეტის დირექტორატს სექსიზმში ადანაშაულებენ.