სერბეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ალბანელ პოლიტიკოსთა იდეა ბალკანეთზე „დიდი ალბანეთის“ შექმნის შესახებ არ განხორციელდეს. ამის შესახებ სერბეთის მოქმედმა პრემიერმა და არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
„დღეს ამაზე ხშირად საუბრობენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს მიუღწეველი მიზანია. ჩვენ მათ ამის გაკეთების უფლებას არ მივცემთ,“-აღნიშნა სერბეთის ლიდერმა.