საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. სერგეი ლავროვის თქმით, რუსული მედიასაშუალებების დადანაშაულება სიცრუის პროპაგანდაში ანტირუსული კამპანიის ნაწილია.
„ვფიქრობ ეს არის იმ ანტირუსული კამპანიის ნაწილი, რომელიც ბარაქ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო და დასავლეთის ბევრი ქვეყანა მოიცვა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ ინერციისგან გათავისუფლებას დღემდე ვერ ახერხებენ,“-აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ლიდერმა სააგენტო სპუტნიკი და ტელეარხი RT სიცრუის პროპაგანდაში დაადანაშაულა.