სერბეთი ნატოში გაწევრიანებას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის მოქმედმა პრემიერმა და არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ტელეარხ Pink-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ნატოს საბჭოს სხდომაზე მე ღიად განვაცხადე, რომ სერბეთს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფება არ აქვს. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ სამხედრო ნეიტრალიტეტი. ამიტომ, სამხედრო ბლოკებში გაერთიანება არ გვსურს,“-აღნიშნა ვუჩიჩმა.