გერმანიის ქალაქ ვიტენბერგში გამოჩნდა რობოტი მღვდელი, რომელიც ღვთისმსახურებას აღავლენს, დალოცავს მორწმუნეებს და წიკითხავს ბიბლიას. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror-ი წერს. რობოტი ჰესენისა და ნასაუს ევანგელისტურმა ეკლესიამ შექმნა.
მანქანის ლითონის მკერდს იკავებს სენსორული ეკრანი. ის ესალმება მომხმარებელს და სთვაზობს აირჩიოს ხმა და კურთხევის ტიპი.
ამის შემდეგ აღმართავს ხელებს ზეცაში და წარმოთქვამს „უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს“.
ეკლესიის წარმომადგენელმა სებასტიან ფონ გერენმა აღიარა, რომ ელექტრომექანიკურმა მღვდელმა არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია.
მორწმუნეების ნაწილს მოეწონა, ნაწილსთვის კი მანქანისგან კურთხევის მიღება წარმოუდგენელია. გერენის მტკიცებით, რობოტმა განსაკუთრებით ის ადამიანები დააინტერესა, რომლებიც რელიგიისგან შორს არიან.