დღეს, 26 ივნისს, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში საღამო - "მთის საჩუქარი ბარს" გაიმართება, რომელსაც ტურისტული კომპანია "თებულოტური" აწყობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების მონაწილეება აცნობეს, საღამოში მონაწილეობას საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები მიიღებენ.
ღონიძიების ფარგლებში მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი, ასევე გაიმართება დები გოგოჭურების მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია.
შეგროვდება ხელმოწერები, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხევსურული კოშკის აშენების მოთხოვნით.
ღონისძიების მიზანია, მთის კულტურას პოპულარიცაზია გაუწიოს და თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი, გააცნოს, რაც ხელს შეუწყობს მთაში ტურიზმის განვითარებას.
საღამოს დევიზია - "თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!"