იანდექსის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ უკრაინელი მომხმარებლების მონაცემებს რუსულ სპეცსამსახურებს აწვდიდა. ამის შესახებ კომპანიის პრეს-მდივანმა ქსენია კორნეევამ განაცხადა. ჩხრეკა იანდექსის უკრაინულ ოფისებში გუშინ ჩატარდა. უშიშროების სამსახური კიევისა და ოდესის ოფისებში შევიდა. საქმე უკრაინის პროკურატურამ სამშობლოს ღალატის მუხლით აღძრა.