დღეს, 26 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლის ბაკალავრიატის დამთავრების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ბაკალავრებს სწავლის დამთავრებას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და საქართველოს ომბუდსმენი გიორგი ტუღუში მიულოცავენ.
მათ საზეიმო სიტყვით ორი სტუდენტი მიმართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 1000-ზე მეტი სტუდენტი ამთავრებს. უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დამთავრების საზეიმო ცერემონია ყოველი სასწავლო წლის დასასრულს, ივნისის ბოლო შაბათს იმართება.