ამერიკის ელიტური სპეცრაზმის ქვედანაყოფის ერთი წევრი სქაიდავინგისას დაიღუპა. უბედური შემთხვევა ნიუ-იორკ ჰარბორის ფესტივალის მსვლელობისას მოხდა. სპეცრაზმელს საჰაერო ჩვენების დროს პარაშუტი არ გაეშალა. დაღუპული ჯარისკაცის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.