"გენერალური აუდიტორის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ამ საკითხზე ფართო დისკურსია ჯერ არ დაწყებულა და მომავალში განიხილავენ შესაბამის კანდიდატურებს. მისი თქმით, ამ ადგილზე დავით ნარმანიას კანდიდატურის შესაძლო არსებობაზე საუბარი ნაადრევია.
“გენერალური აუდიტორის წარდგენა არის პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა. გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა. ინფორმაციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვქონია რაიმე ფართო კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კონსულტაციები დაიწყება, კანდიდატთან დაკავშირებით ალბათ გვექნება შეჯერებული პოზიცია და ამის შემდეგ გახდება ინფორმაცია ცნობილი ფართო საზოგადეობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.