ფინანსთა სამინისტრო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემას ნერგავს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის პრეზენტაცია ხვალ, 26 ივნისს, 12 საათზე ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში იმართება და მას სსიპ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი კურტანიძე და სახაზინო სამსახური ხელმძღვანელი კახა სეხნიაშვილი წარადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები