საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მიესალმება აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის დიალოგის წარმართვას და პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ აღებულ კურსს ამ მიმართულებით.
"ჩვენ მივესალმებით დიალოგის წარმართვას რუსეთსა და ამერიკას შორის, მივესალმებით პრეზიდენტ ობამას მიერ აღებულ კურსს ამ მიმართულებით, და იმას, რომ ამ დიალოგის პირობებში ამერიკა რჩება რა თავის პრინციპულ პოზიციებზე ეფუძნება იმ ფასეულობებს რომელიც მას გააჩნია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის დროს.
მისივე თქმით, "ყოველივე ეს ჩვენთვის საწინდარი იმისა, რომ ეს დიალოგი მოიტანს სასურველ შედეგებს ყველასათვის. მათ შორის კი იმ თითქმის 500 ათასი ჩვენი მოქალაქისთვის რომელიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება".