ყველანაირი ოკუპაცია დროებითია და ყველანაირ ოკუპანტს ადრე თუ გვიან მოუწევს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს არ დაუწყია კონფრონტაცია რუსეთის ფედერაციასთან და ამ კონფრონტაციის გაგრძელებით დაინტერესებული სულაც არ არის. ეს განცხადებები მიხეილ სააკაშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის დროს გააკეთა.
"საქართველოს არ დაუწყია კონფრონტაცია რუსეთთან და ამ კონფრონტაციის გაგრძელებაში დაინტერესებული არ არის, რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა თავის მხრივ პატივი უნდა სცეს ჩვენს საზღვრებს, ქართველი ხალხის არჩევანს და ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებას. რუსეთმა უნდა მისცეს საშუალება ყველა ეთნიკური წარმომავლობის დევნილს დაბრუნდეს საკუთარ სახლში. რუსეთს საოკუპაციო ჯარებმა კი უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.